მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტები ლიდერობენ

მოლდავეთში 5 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, კომუნისტურმა პარტიამ საკმარისი ხმები მოიპოვა იმისთვის, რომ პარლამენტში პოზიცია შეინარჩუნოს. წინასწარი საზოგადოებრივი გამოკითხვებითაც კომუნისტურ პარტიას დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. არჩევნები დნესტრიპირეთის რეგიონში არ გამართულა.