საქართველოში სააღდგომოდ პატიმართა შეწყალება იგეგმება

ქართული მედია იუწყება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომოდ პატიმრებს შეიწყალებს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება 500 პატიმარს. ”ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს იწყალებს” - განუცხადებია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილს სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის”.