იტალიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი მატულობს

იტალიაში მიწისძვრას 179 ადამიანი ემსხვერპლა

პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გამოაცხადა, რომ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 207-ს აღწევს, 15 კი უგზო უკვლოდ არის დაკარგული. ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მათ ხელს ძლიერი წვიმა უშლიდა. 6.2 ბალიანი მიწისძვრა 6 აპრილს, დილის 3 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ყველაზე უფრო დაზარალდა რომიდან აღმოსავლეთით, ას კილომეტრზე მდებარე ქალაქი ლ'აკვილა, სადაც მიწასთანაა გასწორებული საცხოვრებელი შენობები და ისტორიული ტაძრები. ქვეყანაში საგანგებო ვითარება მოქმედებს