ობამა თურქეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთობლივი შეხვედრა გამართა თურქეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან - ალი ბაბაჯანთან და ედვარდ ნალბანდიანთან. შეხვედრის მიზანი იყო ორი ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელების და ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეწყობა. ორშაბათს თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას ობამამ თქვა, რომ შეერთებული შტატები არ აწარმოებს ომს ისლამთან, ძლიერი მხარდაჭერა გამოუხატა თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში და მაღალი შეფასება მისცა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის მონაწილეობას სომხეთთან მოლაპარაკებებში.