ბურჯანაძის პარტიის ცნობით ქვემო ქართლში მის აქტივისტებს აპატიმრებენ

პოლიციამ ქვემო ქართლში ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” 60-მდე წევრი და აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს” პარტიიდან აცნობეს. ოთხშაბათს, გვიან ღამით პოლიცია მასობრივად აჩერებდა ახალგაზრდებს და არკვევდა, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან. მოძრაობის წევრები და აქტივისტები დააკავეს, სხვები კი გაათავისუფლესო - აცხადებენ პარტიაში.