საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც აქციის ორგანიზატორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისაა.“ როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ბათუმიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ აქციაში არ მონაწილეობენ.