რუსეთი უარყოფს ინფორმაციას ჯარების კონცენტრაციის შესახებ

საქართველოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის, აფხაზეთის აკვატორიაში კი - საბრძოლო გემების განლაგების თაობაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. სააგენტო „ინტერფქსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ თბილისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა და მიზნად საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ისახავს.