აქციები ერთი კვირით გახანგრძლივდება

ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის მერიას აცნობეს, რომ საპროტესტო აქციებს წინა შეტყობინებაში დასახელებული თარიღის, 16 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი კვირით, 23 აპრილამდე გააგრძელებენ. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო მუნიციპალიტეტმა საქალაქო ტრანსპორტის 55 მარშრუტი შეცვალა.