მოლდავეთში არჩევნების შედეგები ხელახლა დაითვლება

მოლდავეთში ხელახლა დაითვლიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა გამოცხადებას კიშინიოვში მღელვარება მოჰყვა. საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას დააკმაყოფილა პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის თხოვნა შედეგების ხელახლა დათვლის თაობაზე. სასამართლომ ამისათვის 9 დღე გამოყო. ოპოზიციის მომხრეები კი ხელახალი არჩევნების გამართვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 5 აპრილს ჩატარებული კენჭისყრა გაყალბებული იყო. ოფოციალური შედეგებით, არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ ხმათა თითქმის 50 პროცენტი მოიპოვა, და 101-დან 60 საპარლამენტო მანდატს დაეპატრონა.