ბარაკ ობამამ ხელი ჩამოართვა უგო ჩავესს

ტრინიდადში, სამხრეთ ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის დაწყებისას, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა და მან ხელი ჩამოართვა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს. ვენესუელის მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე გამოსახულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაუნდობელი მტერი, ჩავესი, რომელიც იღიმება და ხელს ართმევს ობამას.