დააკავეს ბასკების სეპარატისტული ორგანიზაციის სამხედრო მეთაური

ბასკების სეპარატისტული ორგანიზაციის, “ეტას” სამხედრო ლიდერად მიჩნეული პირი, იურდან მარტიტეგი, პოლიციამ, ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად დააკავა სამხრეთ საფრანგეთში, ესპანურ-ფრანგულ ერთობლივი ოპერაციის დროს. “ეტას” სხვა სავარაუდო ექვსი წევრი დღეს დააპატიმრეს ესპანეთში, ბასკეთში.