დორა ბაკოიანისი გმობს ცხინვალის რეგიონში ეუთოს მეთვალყურეთა დაკავებას

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი მიესალმება ორგანიზაციის ორი მეთვალყურის გამოშვებას სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა მხრიდან, თუმცა მათ დაკავებას აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს. ეუთოს ორი უიარაღო მეთვალყურე (უნგრელი და თურქი) 21 აპრილს, დილით დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეუთოს მეთვალყურეები 2,5 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს ეუთოს მეთვალყურეთა დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მილიციამ დააკავა ორგანიზაციის ორი მეთვალყურე, რომელთა გათავისუფლებაც დაახლოებით 3 საათში მოხერხდა.