ცხინვალის ხელისუფლება ეუთოს პროვოკაციების მოწყობაში სდებს ბრალს

ეუთოს მეთვალუყურეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლების რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი. მისი თქმით, "ეუთომ უღალატა სამხრეთ ოსეთს, ოს ხალხს და ზოგადად საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობამ ამ ორგანიზაციის ავტორიტეტი მთელს მსოფლიოში შეარყია." ჩოჩიევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ შესთავაზა ეუთოს მომავალში თანამშრომლობის საკითხების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ ამის ნაცვლად "ეუთო პროვოკაციების განხორციელებითაა დაკავებული. მიმდინარე წელს ეს ეუთოს მიერ მოწყობილი მესამე პროვოკაციააო” - ამბობს ბორის ჩოჩიევი.