თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებულია

განათლების და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, ძირითადი სატრანსპორტო გზა, რომელიც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 15 სკოლამდე გადაადგილებას უზრუნველყოფს, პარალიზებულია, რის გამო მოსწავლეები მშობლებს სკოლაში ვერ მიჰყავთ. გვარამიას ინფორმაციით, აღნიშნული რაიონების სკოლებში მოსწავლეთა დასწრება 10 პროცენტსაც კი არ შეადგენს. მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რაიონში არსებული 27 საჯარო სკოლიდან 15-ში დღეს სასწვლო პროცესი ჩაიშალა.