ვაშინგტონმა ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდა

შეერთებულმა შტატებმა დღეს გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის განახლებისთვის და ფხენიანს მოუწოდა, დაუბრუნდეს დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეგან მატსონმა თქვა, რომ შეერთებული შტატები არ შეეგუება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებას. დღეს ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო ნახმარი ბირთვული ღეროებიდან პლუტონიუმის მიღება. შესაბამისი განცხადება დღეს გამოაქვეყნა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.