სოჭის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი მერი იმარჯვებს

სოჭის მერის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ლიდერობს მოქმედი მერი, ვლადიმირ პუტინის პარტია “ერთიანი რუსეთის” წარმომადგენელი ანატოლი პახომოვი, რომელსაც, ამჟამინდელი ინფორმაციით, ხმების 77-მდე პროცენტი ერგო. კრემლის ოპონენტმა ბორის ნემცოვმა ხმების 13,5 პროცენტი მოაგროვა, მესამე ადგილზეა კომუნისტური პარტიის კანდიდატი იური ძაგანია 6,6 პროცენტით. ოპოზიცია არჩევნებს მანიპულირებულად მიიჩნევს.