ბაღაფში და კოკოითი მოსკოვთან შეთანხმებას მოაწერენ ხელს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და მისი მთავრობის წევრები გაემგზავრნენ მოსკოვში, სადაც ხუთშაბათს რუსეთი და მის მიერ აღიარებული აფხაზეთი ხელს მოაწერენ საზღვრის ერთობლივად დაცვის შეთანხმებას. მსგავსი დოკუმენტის ხელმოსაწერად მოსკოვში გაემგზავრება სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც.