თავდაცვის სამინისტრომ უარყო შალვა ნათელაშვილზე სამხედროთა თავდასხმის მცდელობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ლეიბორისტული პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ გასულ ღამით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შალვა ნათელაშვილზე სამხედროთა თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. სამინისტროს განმარტებით, ვარჯიშისას ლეიბორისტთა ლიდერი შეცდომით აღმოჩნდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც მასთან ვითარების გასარკვევად ნაწილის დაცვის წევრები მივიდნენ