უზბეკეთში მომხდარ ავტოავარიაში 26 ადამიანი დაიხოცა
უზბეკეთში დღეს ავარია განიცადა სამგზავრო ავტობუსმა, რომლის 50 მგზავრიდან, სულ მცირე 26 დაიღუპა. ავტობუსი გზის პირას მგდომ ექსკავატორს შეეჯახა. კაშარდარიაში მომხდარ ავარიას 20 მგზავრი გადაურჩა, თუმცა რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.