ახალი ამბები ერაყში აშშ-ის ორი ჯარისკაცი დახოცეს მაისი 03, 2009 ერაყში, ჩრდილოეთის ქალაქ მოსულთან, ერაყის არმიის ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ამერიკელ სამხედროებს და ორი მათგანი მოკლა. არმიის თანახმად, თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიღუპა. დაიჭრა სამი ამერიკელი ჯარისკაცი.