ნატოში საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს ბრიუსელში ნატოს პოლიტიკურ კომიტეტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. მასზე განხილული იქნება საკითხები, რომლებზეც 6 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. განიხილება აგრეთვე გაერთიანებული შტაბისა და ნატოს პარტნიორების შეხვედრის საკითხებიც. სააგენტოების ცნობით, ამ შეხვედრაში საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი დევი ჭანკოტაძე მიიღებს მონაწილეობას. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოში, ვაზიანის ბაზაზე ნატოს ეგიდით საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დაწყება ემთხვევა.