ნიღბიანმა თავდამსხმელებმა თურქეთში ქორწილის 45 სტუმარი მოკლეს

თურქეთში ხელყუმბარებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ქორწილის სტუმრებს და მოკლეს 45 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი. თავდასხმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მარდინის პროვინციის პატარა სოფელში მოხდა, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. თურქული ტელეარხები იუწყებიან, რომ პატარა სოფელში რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ოჯახს შორის სისხლიანი შუღლი გრძელდებოდა. ქორწილს 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. თავდამსხმელებმა ჯერჯერობით მიმალვა შესძლეს.