შსს-მ ჟურნალისტის ცემაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ 2009 წლის 5 მაისს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ, ნიკოლოზ ავალიანის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს.ს.კ-ის 239-ე მუხლის II და III ნაწილებით.
მოცემულ საქმეზე 2009 წლის 6 მაისს ეჭვმიტანილის სახით დაკავებულნი იქნენ ქ. რუსთავში მცხოვრები გიორგი თემურის ძე ონიანი და ქ. თბილისში მცხოვრები რევაზ გოჩას ძე რევაზიშვილი”.

5 მაისს, გვიან ღამით ”მოძრაობა 9 აპრილის” წევრ გიორგი ონიანის დაკავების გამო მოძრაობის სხვა წევრები აღშფოთებას გამოთქვამდნენ. მათთვის დაკავებიდან გარკვეული ხნის განმავლობაში უცნობი იყო გიორგი ონიანის ადგილსამყოფელი. ამის გარკვევას ცდილობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც