თბილისში განახლდა საპროტესტო აქცია

დღეს, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ კვლავ გაიმართა საპროტესტო აქცია. სააგენტო ”ფრანს პრესის” შეფასებით, დღევანდელ აქციაში ოპოზიციის დაახლოებით 20,000 მომხრე მონაწილეობდა.