პაპმა დაასრულა იორდანიაში მოგზაურობა

პაპმა ბენედიქტე მე-16-მ იორდანიაში მოგზაურობა დაასრულა სტუმრობით იმ ადგილზე, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე მოინათლა. პაპმა იქ ეკლესიის საძირკვლის ქვები აკურთხა. ბათაბაბარაში გამართულ ცერემონიაზე პონტიფექსს თან ახლდნენ იორდანიის მეფე აბდულა და მისი მეუღლე, დედოფალი რანია. მანამდე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ათიათასობით მორწმუნის წინაშე გამართა მესა სპორტულ სტადიონზე დედაქალაქ ამანში. ორშაბათს პაპი ისრაელში ჩადის და დაასრულებს ახლო აღმოსავლეში რვადღიან მოგზაურობას.