გია ცაგარეიშვილი თავს საპარლამენტო უმცირესობად აღარ მიიჩნევს

პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი არ გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად.
ცაგარეიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურად რჩება თუ არა ის საპარლამენტო უმცირესობის წევრად, რადგან მათ რიგებში თავს უკვე აღარ მოიაზრებს.

პარლამენტარის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას მისი “ელჩები” იქნებიან ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, კახა შარტავა და ლევან გაჩეჩილაძე, რადგან ისინი პრეზიდენტთან მიდიან როგორც “ხალხის ელჩები”.

საპარლამენტო უმცირესობასთან დაკავშირებით კი ცაგარეიშვილი ამბობს: ისინი არ დგანან საკუთარ ხალხთან. ეს ფაქტი არის უდიდესი წყალგამყოფი ჩვენ შორის. მე ვარ ჩემს ხალხთან და ისინი ვისთან არიან, მათ კითხეთ”.