მისრატაში 12 მეამბოხე დაიღუპა ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად

ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა მისრატაში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად. საქმე ეხება მსხვერპლს მეამბოხეების რიგებში, არადა ნატოს იერიშები მიმართულია ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარების წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმა განხორციელა ოთხშაბათს - ხმელთაშუაზღვის პირა საპორტო ქალაქის გარშემო ინტენსიური ბრძოლების მეორე დღეს. როგორც მეამბოხეების გარდამვალი ეროვნული საბჭოს პრესმდივნის განაცხადა, "ომში ხდება შეცდომები, რომლეთა თავიდან აცილებაც რთულია". ნატოს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ საკითხზე.