ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

შეერთებული შტატების სამხრეთში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი 300 ადამიანამდე გაიზარდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ალაბამას შტატი, სადაც 195 ადამიანი დაიღუპა. ნგრევა და მსხვერპლი ამერიკის კიდევ 5 შტატშია დაფიქსირებული. პრეზიდენტი ობამა ალაბამას შტატის მონახულებას დღეს აპირებს.