ყაზახეთში მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემაც 5,4 შეადგინა. ჯერ არაფერია ცნობილი მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ. მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ ყაზახეთში, ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატიდან 70-მდე კილომეტრში. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ალმა-ატაშიც, სადაც დიდი ნგრევა გამოიწვია მიწისძვრამ 100 წლის წინ.