ოსამა ბინ ლადენი: ტერორისტის ცხოვრება

15 წლის ბინ ლადენი თავის 22 და-ძმასთან ერთად შვედეთში, 1971 წ.

ოსამა ბინ ლადენი გამოქვაბულში ავღანეთის ჯალალაბადის რეგიონში, 1988 წ.

ოსამა ბინ ლადენდი ავღანელებთან ერთად ჯალალაბადის რეგიონში, 1989 წ.

CNN-ის ყოფილი კორესპონდენტი პიტერ არნეტი ბინ ლადენთან ერთად 1997 წლის მარტში, მას მერე, რაც მან ინტერვიუ აიღო ავღანეთში, თორა ბორას მთებში.

ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბთა ტრადიციულ სამოსში. ჯედა, 1988 წ.

მაშველებს გადააქვთ ნაირობიში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გვამები. ამ თავდასხმის შედეგად, რომლის მოწყობა "ალ-ყაიდას" მიეწერება, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი (ცენტრში) აშშ-ის დაზიანებულ საელჩოსთან ტანზანიაში, დარ ეს სალამში. ბომბის აფეთქება "ალ-ყაიდას" მიეწერება. დაიღუპა სულ ცოტა 11 ადამიანი.

აშშ-ის სამხედრო გემი "კოული" მას შემდეგ, რაც საწვავით გამართვის ოპერაციისას იემენის პორტ ადენში მასზე თავდასხმა განხორციელდა 2000 წლის 12 ოქტომბერს. თავდასხმის შედეგად აშშ-ის ჩვიდმეტი სამხედრო დაიღუპა.

ოსამა ბინ ლადენი (მარჯვნივ), ვაჟი მოჰამედი (ცენტრში) და ბინ ლადენის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი მოჰამედ ატეფი, მოჰამედისა და ატეფის ქალიშვილის ქორწილში ყანდაარში, 2001 წ. იანვარი.

ბრუკლინის ხიდის ფონზე იწვის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის კოშკები, 2001 წ. 11 სექტემბერი.

2001 წლის ნოემბრით დათარიღებულ ამ ფოტოზე ოსამა ბინ ლადენი თავის მოადგილესთან, აიმა ალ-ზავაჰრისთან ერთად ზის ავღანეთში, უცნობ ადგილზე.

ავღანელი მებრძოლები გამოქვაბულებთან ავღანეთის მთიან რეგიონ თორა ბორაში, სადაც, როგორც იტყობინებიან, ოსამა ბინ ლადენი აფარებდა თავს 2001 წლის დეკემბერში.

ავღანელი მებრძოლები "ალ-ყაიდის" პოზიციებზე იერიშისას თორა ბორაში, სადაც - ცნობების თანახმად - იმალებოდა ბინ ლადენი 2001 წლის დეკემბერში.