მივაპყროთ მსოფლიოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ქართულ მემკვიდრეობას

აწრისხევის ციხე

ციხესიმაგრე (მე–18 საუკუნე) სამაჩაბლოში (სამხრეთი ოსეთი), სოფელ აწრისხევის მახლობლად, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს. გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.


ატვირთა ზაზა ცოტნიაშვილმა