უზბეკეთის გავლით ნატოს ტვირთმა მოძრაობა დაიწყო

უზბეკეთის გავლით ნატოს არასაბრძოლო ტვირთმა მოძრაობა დაიწყო ავღანეთიკენ, განაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა. მისი თქმით, ტვირთს, ამ ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო აეროპორტის გავლით გადაიტანენ ავღანეთში.