სოხუმში იმყოფება ბელორუსიის სამთავრობო დელეგაცია

სოხუმში იმყოფება ბელორუსიის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმირ მაკეი ხელმძღვანელობს. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კრისტიან ბჟანიამ სააგენტო რეგნუმს აცნობა, რომ მინსკის დელეგაციასთან სერგეი ბაღფშის შეხვედრისას თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იყო, თუ არა მათ შორის ბელორუსიის მიერ აფხაზეთის აღიარების თემა, ამის შესახებ ბჟანიას არაფერი უთქვამს