საქართველოში ეუთოს მანდატის გაგრძელების მიზნით, ვენაში კონსულტაცია მიმდინარეობს. ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტით, რომელშიც მოხსენიებული არც საქართველოა და არც სამხრეთ ოსეთი, ცხინვალში ეუთოს 8 მეთვალყურე უნდა იმყოფებოდეს, სოფელ კარალეთში კი - 22. ამავე პროექტით, ეუთოს აღდგენილი მისიის მანდატი, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იმოქმედებს. ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საბერძნეთის შეფასებით, კომპრომისული ვარიანტი მისაღები უნდა იყოს როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სახელმწიფოებისთვის