პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დიპლომატებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტთან შეხვედრის გამოყენება შემდგომი ესკალაციისთვის გადაწყვიტა. ბაქრაძემ კვლავ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის ყველა უთანხმოება დიალოგის გზით და გრძელვადიანი რეფორმებით მოაგვაროს.