საპრეზიდენტო არჩევნები მოლდავეთში 20 მაისს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების დღედ მოლდავეთის პარლამენტმა 20 მაისი დაადგინა. გადაწყვეტილება მოჰყვა სადავო საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შემდეგ, გასულ თვეში, მოლდავეთში არეულობა იყო. პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც უნდა შეცვალოს ვლადიმირ ვორონინი, სჭირდება 61 დეპუტატის მხარდაჭერა. კომუნისტური პარტია, რომელსაც პარლამენტში 60 ადგილი აქვს, დღეს წარმოადგენს თავის კანდიდატს. პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, კონსტიტუციის თანახმად, უნდა გადადგეს. ის სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.