რომის პაპი პალესტინელთა ტერიტორიას ეწვია

პაპი ბენედიქტე მე-16 ესტუმრა პალესტინელთა ტერიტორიას, ბეთლემს, სადაც პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდეტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. იქ ჩასვლის შემდეგ პაპმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მოითხოვოს ისრაელსა და პაოლესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარება. ბენედიქტე მე-16-მ ღაზხის სექტორში ისრაელის ამასწინანდელი ომის მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. ის, დღესვე ღვთის მსახურებას ატარებს ბეთლემში, ქრისტიანული წარმოდგენით, იესო ქრისტეს დაბადების ქალაქში. ის ასევე ეწვევა პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკს.