მოსკოვმა ჩეჩნებს 90 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 90 ათასი ევროს გადახადა იმ ჩეჩენი მოქალაქეების ნათესავებისთვის, რომლებიც გატაცებული ან დახოცილი იქნენ ჩეჩნეთში ომის დროს, რუსეთის არმიის მიერ. მოსკოვისგან 10 ათასსა და 25 ათას ევროს მიიღებენ გატაცებული ასლანბეკ ხამიდოვის დედა და ცოლი. 52 ათას ევროს მიიღებენ ყაზბეკ ტაისუმოვის მშობლები და ქალიშვილი. მისი ცოლი და უფროსი ქალიშვილი რუსეთის არტილერიის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ 2000 წელს, მშობლიურ სოფელში.