თბილისში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იხსნება

დღეს თბილისში სამდღიანი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air – Alter/Vision გაიხსნება. ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალი იდეურად დაუპირისპირდება „ევროვიზიის“ კონკურსს, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკური ბრძოლის არენად იქცა.

ფესტივალი 15 მაისს შარდენის ქუჩაზე გაიხსნება, 16-17 მაისს კი კონცერტები იპოდრომზე ჩატარდება. თბილისში 24 ჯგუფი ჩამოდის 9 ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან.