კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ოპოზიციის აქტივისტებს საკანი ტროტუართან ახლოს გადააქვთ

დღეიდან კოსტავას ქუჩაზე სრულად აღდგა ავტომობილების მიმოსვლა. ოპოზიციის ლიდერთა გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული საკნები ღამით ტროტუარებთან ახლოს გადაიტანეს. ახლა საკნები გზის ორივე მხარეს და პირველი არხის შენობის გარშემო დგას. საკნების გადატანა ღამით დაიწყო, მაგრამ კოსტავას ქუჩა დილამდე გადაკეტილი რჩებოდა, რადგან მიმდინარეობდა დასუფთავების სამუშაოები.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციამ ე.წ. სირცხვილის დერეფანი კვლავ მოაწყო. დღეიდან პიკეტირების გაშუქებაზე ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”-მა, “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადეს.