რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებას აკრიტიკებს

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებს აკრიტიკებს და გამოდის მოწოდებით, დაიდოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულება. როგორც მედვედევმა განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტებიც დღეს აჩვენეს, აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებამ ახალი განხეთქილებები წარმოშვა და ზიანი მოუტანა უსაფრთხოებას ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების ახალი პაქტის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღონ შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ევროკავშირმა, ნატომ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფებმა.