აშშ-ის ლიდერმა გადაწყვიტა, შეინარჩუნოს ტრიბუნალები გუანტანამოს ზოგი პატიმრისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, შეინარჩუნოს სამხედრო ტრიბუნალები გუანტანამოს ციხის ზოგიერთი პატიმრისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტულ საქმიანობაში. თუმცა, როგორც ობამამ განაცხადა, აიკრძალება სასამართლოში იმ მტკიცებულებათა მოშველიება, რომლებიც მიღებულ იქნა დაკითხვის მკაცრი და ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენებით.