ლოს ანჯელესში მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. აშშ გეოლოგიური მიმოხილვის სამსახური კვირას მომხდა მიწისძვრას ”ზომიერად” აფასებს. ჯერჯერობით არ არის ცნობები დაშავებულებისა და დაზიანების შესახებ. მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს ანჯელესის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით ათი მილის მოშორებით იყო.