ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილე ოპოზიციის ლიდერები თბილისში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ოპოზიციას ერთიანობის შენარჩუნების და 26 მაისის შემდგომი მოქმედების გეგმის გაცნობისკენ მოუწოდეს, ქვეყნის მოქალაქეებს კი - დამოუკიდებლობის დღეს დანიშნულ მანიფესტაციებში აქტიურად მონაწილეობისკენ. მიმართვაში, რომელიც დღეს საზოგადოების ნაწილმა გაავრცელა, კრიზისის დაძლევის გზად ვადამდელი არჩევნებია დასახელებული, ამ მიზნის მიღწევის საშუალებად კი - მწვავე საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთობლიობა.