თბილისში გრძელდება არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციები

თბილისში გრძელდება არასაპარლამენტო ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები, რომლის ორგანიზატორებმა დღეს რამდენიმე ხნით, შსს-ს შენობასთან გზატკეცილი გადაკეტეს. ოპოზიციის ლიდერთა განმარტებით, გზა სიმბოლურად გადაიკეტა იმ უწყებასთან, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი მისი ხელისუფლების ხერხემალს უწოდებს. ხვალიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, საიდანაც 26 მაისისთვის თბილისისკენ მსვლელობა გაიმართება