გამოქვეყნდა ბან კი მუნის ანგარიში საქართველოში არსებულ ვითარებაზე

გაეროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის მუშაობაზე 2009 წლის 3 თებერვლიდან დღემდე. გარდა ამისა, გენერალური მდივანი ანგარიშში წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს მისიის მომავალი საქმიანობის პრინციპების შესახებ. საქმე ეხება უსაფრთხოების არსებული რეჟიმის გადასინჯვასა და გრძელვადიანი სტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის ახალ რეჟიმზე შეთანხმებას, გაეროს როლს ამ საქმეში.