სენატი არ ემხრობა გუანტანამოს დახურვისთვის სახსრების გამოყოფას

აშშ-ის სენატმა არ დაამტკიცა გუანტანამოს საპატიმროს დახურვისთვის სახსრების გამოყოფა. ამ საპატიმროში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ათავსებდნენ. 90-მა სენატორმა ასევე უარყო პრეზიდენტ ობამას მოთხოვნა, გუანტანამოს პატიმრების აშშ-ში გადაყვანის შესახებ. ობამასგან მოელიან უფრო დაწვრილებით გეგმას კუბაზე განთავსებული ამ საპატიმროს დახურვის შესახებ. სულ მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ბარაკ ობამა სიტყვით გამოვა და იქ წარმოადგენს თავის ამ გეგმას.