ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია და კონცერტი გაიმართა

ბათუმის დრამატული თეატრის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყებოდა, სამიდან ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა აქცია-კონცერტი გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” მონაწილეობით. კონცერტის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით გაემგზავრნენ ქობულეთში.