აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: აშშ არ აპირებს ახალი სანქციების დაწესებას ირანისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის თქმით, ამ ეტაპზე ვაშინგტონი არ აპირებს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას. მისი თქმით, მრავალმხრივი სანქციები უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი აშშ-ის დიპლომატიური წინადადებები, დაიყოლიოს ირანი, უარი თქვას თავის ბირთვულ პრეტენციებზე, არ გაამართლებს.