ოსლოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისთვის, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ოსლოში გაემგზავრა. ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გიორგი ბარამიძე აგვისტოს ომის ჰუმანიტარულ შედეგებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ამ რეალობით გამოწვეულ ახალ საფრთხეებზე ისაუბრებს